ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
28/09/2020 13:01:21 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, 29 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3203 ლარი იქნება, 1 ევროსი – 3.8708 ლარი.
დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3332 ლარი იყო, 1 ევროსი – 3.8812 ლარი
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 449 650 000 დოლარი გაყიდა.


