
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ეკონომიკურ და განათლების რეფორმის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
28/09/2020 08:13:36 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ეკონომიკურ და განათლების რეფორმის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
განათლებისა და ეკონომიკის რეფორმების განხორციელების პირობა "გირჩმა", "ევროპულმა საქართველომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ერთიანმა საქართველომ" დადეს.
„ოპოზიცია ვახერხებთ და ვაკეთებთ შეთანხმებას იმ ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომელიც ძალიან სჭირდება ქვეყანას. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და განათლების რეფორმები. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ეს არის მზადება ახალი თაობის კოალიციური მთავრობისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი არ დავიწყებთ ძებნას, რის გაკეთებას ვაპირებთ, არამედ დღეიდან ვიცით, რომ განათლებაში მეტი დეცენტრალიზაცია უნდა იყოს, მასწავლებელი დაფასებული უნდა იყოს, პოლიტიკური წნეხისგან უნდა გავათავისუფლოთ, ადამიანებს საკუთრება უნდა დავურეგისტრიროთ. მიწის რეგისტრაციის პრობლემა ხალხს არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. მთავარი და ფუნდამენტური არის, რომ ჩვენ ვართ ხალხის საკეთილდღეოდ შეკრებილი ადამიანები", – განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
მანამდე ოპოზიციური პარტიებმა ხელი მოაწერეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შეთანხმებას.