Accentnews.ge
პრემიერი განმარტავს, იგეგმება თუ არა ცვლილებები სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით

პრემიერი განმარტავს, იგეგმება თუ არა ცვლილებები სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით

27/09/2020 08:00:21 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი განახლდება იმ რეჟიმში, რომელიც უკვე ცნობილია.

როგორც პრემიერმა განმარტა, აჭარის რეგიონის გარდა, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

"სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, რაც განვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება იქნება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები. ამიტომ გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად დავიბანოთ ხელი ხშირად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: 24 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა სკოლებში განახლდება. უფროსი კლასის მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში რჩებიან. დისტანციურად გრძელდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

თუმცა, როგორც განათლების მინისტრმა 24 სექტემბერს აღნიშნა, თუ მშობელი გადაწყვეტს, 1 ოქტომბრიდან მისმა შვილმა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს სწავლა, მათ ამის საშუალება ექნებათ.

მისივე თქმით, ეს არჩევანი ყველა კლასის მოსწავლის მშობელს ეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S