განათლების მინისტრი მოსწავლეების მშობლებს მიმართავს

24-09-2020 14:29:10 საგარეო პოლიტიკა

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეების მშობლებს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ მშობელი გადაწყვეტს, 1 ოქტომბრიდან მისმა შვილმა კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს სწავლა, მათ ამის საშუალება ექნებათ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს არჩევანი ყველა კლასის მოსწავლის მშობელს ეხება.

"თუ მშობელს გადაწყვეტილი აქვს და ურჩევნია, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მათ ამის საშუალება ექნებათ. იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში, 1–დან მე–6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო გორში და ფოთში უკვე ყველა კლასში, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურად, მათ ამის საშუალება ექნებათ“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ, დანარჩენი კლასის მოსწავლეები კი კვლავ ონლაინ– რეჟიმში დარჩებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები