Accentnews.ge
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა, მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა, მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

27/09/2020 07:53:47 კავკასია

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის – მშვიდობიანი მოქალაქეები.

"აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია", – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ასევე: სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირების გავლენა საქართველოზე და სტრატეგიულ ობიექტებთან რუსების გამოჩენის რისკი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S