
პუტინმა საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა
24/06/2019 14:25:08 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო ოლქში ბრძოლის მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა,–იუწყება რუსული მედია. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, შემოწმება მიმართულია „არმიის მზადყოფნის შესაფასებლად, სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველჰყოს“.
მისივე ინფორმაციით, ცენტრალური სამხედრო ოლქის ორგანოები, სამხრეთ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების ჯარებისა და ძალების ნაწილი, საჰაერო–სადესანტო ცალკეული ქვედანაყოფები, შორი და სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის ნაწილები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილები.
ამავე თემაზე: სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება რუსეთში: სამი ანალიტიკოსის შეფასება და წყაროები