Accentnews.ge
"პატრიოტთა ალიანსი" არც 1 ივლისს და არც 2 ივლისს მოსკოვში არ მიდის"

"პატრიოტთა ალიანსი" არც 1 ივლისს და არც 2 ივლისს მოსკოვში არ მიდის"

24/06/2019 13:39:50 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

“ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ ვწერ: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია არც 1 ივლისს და არც 2 ივლისს მოსკოვში არ მიდის. ვთხოვ მედიას, ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. ნამდვილად იგეგმებოდა შეხვედრა სოხუმის და ცხინვალის პირველ პირებთან, ნამდვილად იგეგმებოდა წინსვლა ამ საკითხებშიც და ვიზების გაუქმების საქმეშიც, მაგრამ ყველა ეს პროცესი, უკვე მეორედ, შეჩერდა და გადაიდო გაურკვეველი დროით. ასე რომ, არსად არ მივდივართ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად სხვა კითხვას ვთავაზობ საზოგადოებას, ჩვენ თავს გავცეთ კითხვაზე პასუხი: საერთოდ, გვინდა თუ არა ჩვენ სოხუმის და ცხინვალის დედასამშობლოში დაბრუნება?”

წერს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვის ცნობით, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები აპირებენ, მოსკოვში პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრონ, რომელიც ივლისის დასაწყისში ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S