
"მოვუწოდებთ პროკურატურას, შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს, ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან"
24/06/2019 13:04:09 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პროკურატურას, შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ომბუდსმენთან.
„სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არამხოლოდ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ შეისწავლოს და შეაფასოს ის სისტემური პრობლემები, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აქციების მართვასთან. ფაქტია, რომ ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია, როგორც აქციების, ასევე კონტრაქციების მართვასთან, ასევე, მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა შეკრებისა და გამოხატვის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ არა მარტო პროკურატურას, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ყველა სხვა უწყებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშრებით ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.