Accentnews.ge
„შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან”

„შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან”

25/09/2020 05:19:57 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ბაქო სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო სერიოზულად არის შეშფოთებული.

„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სომხეთში შეიარაღების მიწოდების ზრდით, განსაკუთრებით სომხეთის მიერ თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციის შემდეგ. შეტაკებების ცხელი ფაზა 16 ივლისს დასრულდა. უკვე შემდეგ დღეს, 17 ივლისს კი სომხეთისთვის სატვირთო თვითმფრინავებით ათას ტონაზე მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მოწმეები გავხდით. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ აქვს საშუალება, იარაღზე მილიარდობით დოლარი დახარჯოს, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან”,- განაცხადა ალიევმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ყველა ქვეყანას მოუწოდა, თავი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებისგან შეიკავოს, რადგან ეს მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრას ხელს უშლის.

ცნობისთვს: ივლისში სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმედღიან სეიარაღებულ ინციდენტს მსხვერპლი ორივე მხრიდან მოჰყვა. მხარეები პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S