აფხაზეთში კოვიდ-ეპიდემიის გამო დე ფაქტო თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო

24-09-2020 16:47:26 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ეპიდემიის გამო დე ფაქტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო. თვფითმმართველობის ორგანოების მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება 2021 წლის 11 აპრილამდე გაუხანგრძლივდა.

«Апсныпресс»-ის ცნობით, "პარლამენტის" მიერ დღეს მიღებული ეს გადაწყვეტილება ეპიდვითარების გართულებითაა ანპირობებული.მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას “არჩევნები” 1 ნოემბრისთვის ჰქონდა დანიშნული.

პირველი შემთხვევის გამოვლენის მომენტიდან დღემდე აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების სულ 1 116 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 8 პაციენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები