მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

24-09-2020 15:11:24 საშინაო პოლიტიკა

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვიცით, როგორ ვმართოთ კრიზისი. ჩვენ ვიცით, როგორ დავასრულოთ ლარის ვარდნა და როგორ დავასტაბილუროთ ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, როგორ შევუნარჩუნოთ ქართულ ბიზნესს და მასში მომუშავე ათასობით ადამიანებს სამუშაო ადგილები. ამიტომ მოგმართავთ ქართული ოცნების თავმჯდომარევ, ბიძინა ივანიშვილო - ნებისმიერ საჯარო ადგილას, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენ მართულ ტელევიზიებში, გამოდით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დემოკრატიას ვაშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები", -განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები