რუსული მედია: «აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ამერიკულმა დაზვერვამ შეაღწია»

24-09-2020 12:33:22 კონფლიქტები

რადიოელექტრონული დაზვერვის ექსპერიმენტული თვითმფრინავი Bombardier Challenger 650, რომელიც აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ბალანსზე ირიცხება, აფხაზეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, - იუწყება რუსული მედია.

რესურს PlaneRadar-ის მონაცემებით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რუმინეთის მიხეილ კოგელნიჩანუს სახელობის აეროპორტიდან გუშინ, მოსკოვის დროით 9:30 სთ-ზე აფრინდა და რამდენიმე საათში, თუ გადაადგილების რუქით ვიმსჯელებთ, საქართველოს საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა.

ადრე გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში უცხოური სადაზვერვო ხომალდების ფრენის სიხშირე გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები