!["გახარია გიხარია?" – დემონსტრანტებმა შსს–სთან სტიკერები გააკრეს [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/2533.jpg)
"გახარია გიხარია?" – დემონსტრანტებმა შსს–სთან სტიკერები გააკრეს [ფოტო]
24/06/2019 11:40:44 სხვა, საზოგადოება
ავტოკოლონამ, რომლის მსვლელობის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კახეთია გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა.
დემონსტრანტებმა შსს-თან განთავსებულ შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს, რომელზეც 21 ივნისს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და ასევე არის წარწერები: "ბოდიში?!" და "გახარია გიხარია?".