Accentnews.ge
კრემლის მტკიცებით, ქართული ღვინის ხარისხში “დაეჭვებას” პოლიტიკური სარჩული არ აქვს

კრემლის მტკიცებით, ქართული ღვინის ხარისხში “დაეჭვებას” პოლიტიკური სარჩული არ აქვს

24/06/2019 11:33:20 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

კრემლის მტკიცებით, მისი ტრადიციული გადაწყვეტილება, როგორც კი თბილისში რამე მისი გეგმით არ მიდის, ქართული ღვინისა და სხვაპროდუქციის ხარისხში “დაეჭვდეს, პოლიტიკურ მოტივებს არ შეიცავს.

როგორც “როსპოტრებნადზორის” დღევანდელი განცხადების კომენტირებისას  პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული წარმოების ღვინის შემოწმება “არც უსაფრთხოებას უკავშირდება, არც ტურისტულ სანქციებს და არც რაიმე პოლიტიკურს”.

«როსპოტრებნადზორი” თავის ფუნქციებს ასრულებს   და ეს არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ქვეყნებიდან მოწოდებული პროდუქციის ხარისხს შეეხება” - ირწმუნება პუტინის პრეს-მდივანი.

ცნობისთვის: კრემლი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ტურიზმის შემდეგ ღვინის მიმართულებითაც გეგმავს.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S