ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23-09-2020 20:14:06 კონფლიქტები ,საზოგადოება

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ე.წ. ოპერატიულ შტაბის მონაცემებით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 1116 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 330 ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები