"შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები"

23-09-2020 18:26:28 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

"შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო. თუმცა შეშფოთებული ვარ იმ ძალადობრივი ინციდენტების გამო, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მაგალითად, პარტიის აქტივისტების ცემის ფაქტები, პარტიის ოფისების დარბევა. ეს რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველს იძლევა და ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ. პარტიებმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენისა და ძალადობის თავიდან აცილებას ითვალისწინებს. ყველა პარტიამ უნდა ცხადყოს, რომ ის ძალადობას მხარს არ უჭერს და ეს ყველა პარტიამ ერთობლივად და ერთხმად უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები