საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსი გაიზარდა, დარგში დასაქმებულთა ხელფასები კი შემცირდა

23-09-2020 12:25:02 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდის გამო, მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.1%–ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8%–იანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამასთან, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4%-ით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

პირველ კვარტალთან შედარებით კი ინდექსი 0.7%–ით არის გაზრდილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები