კაცი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახვედრად მდინარე გადმოცურა, გარდაიცვალა
22/09/2020 17:25:25 საზოგადოება
გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახვედრად, მდინარე ენგური გადმოცურა.
როგორც "რადიო თავისუფლებას" გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა განუცხადა, კაცმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან მდინარე მეუღლესთან ერთად გადმოლახა და საკუთარი შვილის მანქანაში გარდაიცვალა, რომელიც მშობლებს საოკუპაციო ხაზთან ელოდებოდა.
შსს–ში აცხადებენ, რომ 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პატრული მივიდა, მაგრამ კაცი შვილის მანქანაში გარდაცვლილი დახვდათ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: დე ფაქტო საზღვარზე მდგომი რუსი ე.წ. მესაზღვრეები ხელოვნურ პრობლემებს ქმნიან


