ინტერნეტმომხმარებლების რეაქცია ხაზარაძის ინიციატივაზე

22-09-2020 12:51:19 პოლიტიკა ,ეს საინტერესოა

პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, აირძალოს „მევახშეობა“, ინტერნეტში მხიარულება და შემხვედრი „ინიციატივებიც“ მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ფიქრობს, რომ განცხადება უფრო პოპულისტური, „მევახშეებთან“ პირადი ურთიერთობით დაზარალებულ ამომრჩეველზეა გათვლილი.

„ზოგადად, არა აკრძალვების, თავისუფალი ბაზრის, საბაზრო კონკურენციის და ფასის დადგენის მომხრე ვარ. ამასთან, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ტექნიკურად წარმოდგენელია. წარმოუდგენელია, აკრძალო, ერთმა ადამიანმა მეორეს ხელსეკრულების საფუძველზე ასესხოს ფული: მსგავსი შეთანხმება კანონით რეგულირდება – სამოქალაქო კოდექსშია გაწერილი.

ვფიქრობ, ეს განცხადება უფრო წინასაარჩევნო, პოპულისტურია და გათვლილი იმ ამომრჩეველზე, რომლებიც ფინანსურად ნამდვილად დაზარალდნენ „მევახშეებთან“ პირადი ურთიერთობით, მათ შორის საცხოვრებელიც დაკარგეს“,– განუცხადა „აქცენტს“ კეპულაძემ ინიციატივის შეფასებისას .

ცნობისთვის: "თიბისი ბანკის "დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „მევახშეობის“ აკრძალვის ინიციატივა 21 სექტემბერს გააჟღერა.

“ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ყველას ვეკითხები: "რომელი ბანკის?" იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. ეთერებით გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა "მევახშით". მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, მევახშე ქართული განმარტებითი ლექისკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები