
ავტოკოლონა შსს–ს მიმართულებით დაიძრა
24/06/2019 10:14:17 სხვა, საზოგადოება
რესპუბლიკის მოედნიდან შს სამინისტროს მიმართულებით ავტოკოლონა დაიძრა. აქციის მონაწილეები ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს 20–21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დემონსტრანტები შს მინისტრს საყვირებით შეახსენებენ საკუთარ მოთხოვნებს: გადადგეს შს მინისტრი, გათავსიუფლდნენ აქციის დაშლისას დაკავებულები.
დემონსტრანტებს კიდევ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ – 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, თუმცა დღეს "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ეს მოთხოვნა გაითვალისწინონ, თუმცა საკუთარი ვერსია აქვთ, არჩევნები პროპორციული წესით, 0%–იანი ბარიერით უნდა წარიმართოს.