Accentnews.ge
„როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა

„როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა

24/06/2019 09:32:19 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

კრემლი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ტურიზმის შემდეგ ღვინის მიმართულებითაც გეგმავს. „როსპოტრებნადზორი“ ქართული ღვინის ხარისხის „გაუარესებაზე“ ალაპარაკდა.  

„2014–დან 2018 წლის ჩათვლით იმ გამოვლენილი ალკოჰოლური პროდუქციის რაოდენობამ, რომელიც აუცილებელ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, 2,9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 000 ლიტრი შეადგინა. ამ დროისთვის  „როსპოტრებნადზორს“ ქართული წარმოების ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრებული აქვს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

„იმედია, ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიერებს ქართული სახელმწიფო, რომ არ შეიძლება ქვეყანა ეკონომიკურად მიაბა მტრულად განწყობილ ძალას. მე პირადად გამიკვირდებოდა, რუსეთის მხრიდან სხვანაირი საქციელი. რაც მოხდა იყო მოსალოდნელიც და ლოგიკურიც. იმედია, ამის შემდეგ მაინც გადაიხედება რუსეთთან "ეკონომიკური ღია კარის" პოლიტიკა“ - წერს ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე სოციალურ ქსელში. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S