კალაძე – სააკაშვილზე: "ვეთანხმები: არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის"

21-09-2020 17:16:06 ციტატა

“ზოგადად ამაში ვეთანხმები [სააკაშვილს]. არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც იმის რეალური შესაძლებლობა აქვს, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე, რომ კოალიციური მთავრობის საჭიროება არ იყოს”,

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ მთავრობაში პარტიული კოალიციის პერსპექტივებს ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ, ის იმედოვნებს, რომ არჩევნებზე სწორედ ენმ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას.

სააკაშვილის ამ განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციური პარტიებიდანაც, რის შემდეგაც მან განცხადება გაავრცელა. სააკაშვილის განმარტებით, ოპოზიციის თავდაპირველი შეთანხმება ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება იყო, თუმცა “რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები