Accentnews.ge
თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა

თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა

17/09/2020 19:00:20 საზოგადოება

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში თბილისის ლოკომოტივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მოსკოვის დინამოს შეხვდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, მეორე ნახევრის 54-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ მოსკოველთა კარში პირველი გოლი გაიტანა.

76-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა და თბილისური კლუბის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის მიწურული გამოდგა.

დინამომ 90-ე წუთზე ლოკომოტივის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, დარჩენილ დროში კი რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.

"ეს უბრალოდ ევროპის ლიგის მატჩი არაა, ეს არის მატჩი რუსეთი - საქართველო", – ასე აფასებდა რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მოსკოვის “დინამოს” დირექტორთა საბჭოს წევრი სერგეი სტეპაშინი აღნიშნულ მატჩს.

«არაგადმოცემით ვიცი, რომ რუსი და ქართველი ხალხების დონეზე ურთიერთობები როგორიც იყო, ისეთია ახლაც. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპის ლიგის მატჩი არაა, ეს არის მატჩი რუსეთი - საქართველო. მე ასე დავაყენებდი მოსკოვის :დინამოს” წინაშე ამოაცანას; ვიმედოვნებ, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და გავალთ ევროპის ლიგის მესამე შესარჩევ რაუნდში», – განაცხადა სტეპაშინმა 1 სექტემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S