სერგეი სტეპაშინი: “ეს უბრალოდ ევროპის ლიგის მატჩი არაა, ეს არის მატჩი რუსეთი - საქართველო"
01/09/2020 08:02:33 პოლიტიკა
თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საფეხბურთო მატჩის საქართველოს დედაქალაქში უმაყურებლოდ ჩატარება რუსული გუნდისთვის “პლუსი” იქნება, - თვლის რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მოსკოვის “დინამოს” დირექტორთა საბჭოს წევრი სერგეი სტეპაშინი.«კენჭისყრის შედეგები საინტერესოა – 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში ჩვენებს არ უთამაშიათ. მე არ ვიცნობ ქართულ გუნდს, ვიცნობ მხოლოდ თბილისის «დინამოს», ქუთაისის «ტორპედოს». ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი მოთამაშეები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. გულშემატკივრების გავლენის თვალსაზრისითაც, ქართველები ყველაზე აქტიურები არიან და ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვიშველის – რომ ისინი მატჩს არ დაესწრებიან», – განუცხადა “ტასს” სტეპაშინმა.
მისივე აზრით, “ყველაფერმა ნორმალურად უნდა ჩაიაროს”:
«არაგადმოცემით ვიცი, რომ რუსი და ქართველი ხალხების დონეზე ურთიერთობები როგორიც იყო, ისეთია ახლაც. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპის ლიგის მატჩი არაა, ეს არის მატჩი რუსეთი - საქართველო. მე ასე დავაყენებდი მოსკოვის :დინამოს” წინაშე ამოაცანას; ვიმედოვნებ, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და გავალთ ევროპის ლიგის მესამე შესარჩევ რაუნდში», – განაცხადა “დინამოს” დირექტორთა საბჭოს წევრმა.


