1 ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები აღდგება
17/09/2020 11:08:59 ეკონომიკა
1 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით რეისი გაიხსნება,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კვირაში ერთი რეისი შესრულდება.
"ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად და ფრთხილად ამოძრავდეს ეკონომიკა",– აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, "ფრთხილად" და "თანმიმდევრულად" გაგრძელდება ფრენების აღდენა, რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა თითქმის 6 თვეა, რაც შეზღუდა. ამ ეტაპზე საქართველოდან ფრენებს მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო დაერთი ადგილობრივი ავიაკომპანია ახორციელებს, რომელთა ბილეთის ფასებიც მანამდე ბაზარზე არსებულ მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება.


