საქართველოს ადამიანური კაპიტალი ყველაზე სუსტია რეგიონში
17/09/2020 08:35:52 ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.58-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 58%-ს მიაღწევს.
საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია სამეზობლოში:
სომხეთი - 0.59, აზერბაინაჯი 0,59, რუსეთი - 0,69, თურქეთი 0,66.
მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ სინგაპურს (89), იაპონიას (0,81), კანადას (0,81), ჰონკონგს (0,82), სამხრეთ კორეას(0,81), ჰოლანდიას (80), და ა.შ.
ბოლო ადგილებზეა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (0,32), ჩადი (0,32), ლიბერია (0,33), და ა.შ.


