
"დღეს ჩვენ დავტროლეთ ბიძინა, არბენინოს ახლა სპეცრაზმი"
23/06/2019 20:25:48 სხვა, საზოგადოება
"დღეს ჩვენ დავტროლეთ ბიძინა, არბენინოს ახლა სპეცრაზმი იქეთ–აქეთ და ხარჯოს ფულები",– ასე ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე "ქართული ოცნების" ოფისთან სფეცრაზმის მობილიზების ფაქტს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაძვრას გეგმავდნენ.
დემონსტრანტები ამ დროისთვის მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან. მათ საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირეს და მოგვიანებით დაშლას გეგმავენ.
"ხელისუფლება გვეთამაშება თამაშს, გამძლეობაზე. არ დაგვეზარება, არ დავიღლებით. ჩვენი მოთმინებით ნაბიჯ–ნაბის მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლმდე. ეს ბრძოლა გამწირულია გამარჯვებისთვის, იმდენად სამართლიანია, კამათშიც არავინ შემოდის. ყველგან მივალთ და ხმას გავაგონებთ მშვიდობიანად, მაგრამ გამარჯვების რწმენით. ვერავინ გადაურჩება ამ ბრძოლას, ვინც ამხელა მღელვარება გამოიწვია",– განაცხადა დემონსტრანტებმა.7
აქცია ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველზე გაგრძელდება, მანამდე კი 14:00 საათზე შსს–ს მიმართულებით ავტოკოლონა დაიძვრება და სიგნალებით შეახსენებენ შს მინისტრს დემონსტრანტები საკუთარ მოთხოვნას, რომ უნდა გადადგეს.