
დემონსტრანტები კანცელარიასთან ინაცვლებენ
23/06/2019 19:58:49 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეკრებლი დემონსტრანტები დღევადელ აქციას მთავრობის კანცელარიასთან დაასრულებენ. მსვლეობა უკვე დაიწყო, ისინი კანცელარიასთან საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ და ხვალამდე დაიშლებიან. როგორც ცნობილია, ხვალ, 14:00 საათზე ავტომანქანების კოლონა შს სამინისტროსკენ დაიძვრება და შს მინისტრს საყვირებით შეახსენებენ საკუთარ მოთხოვნას, რომ უნდა გადადგეს.
აქციები რუსთაელზე უკვე ოთხი დღეა, მიმდინარეობს. მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს შს მინისტრი, თავისუფლება დაკავებულებს და არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. გუშინ აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდნენ.