ამერიკული რაკეტმზიდი შავი ზღვისკენ მიემართება

15-09-2020 21:27:37 თავდაცვა

ამერიკული რაკეტმზიდი USS Roosevelt 15 სექტემბერს შავი ზღვის მიმართულებით გაემართა.

როგორც აშშ-ის მეექვსე ფლოტილიის პრეს–სამსახურში აცხადებენ, USS Roosevelt მონაწილეობას მიღებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში ზღვაზე რეგიონში ნატო-ს პარტნიროებთან და მოკავშირეებთან ერთად.

ეს ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის უკვე მეექვსე ვიზიტია შავ ზღვაში 2020 წლის დასაწყისიდან. ბოლო ამერიკული გემი, რომელიც შავ ზღვაში ივლისში იმყოფებოდა, USS Porter იყო, რომელიც სწავლებაში სახელწოდებით „Sea Breeze 2020“ მონაწილეობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები