ნავალნი მოწამლვის შემდეგ საავადმყოფოდან პირველ ფოტოს აქვეყნებს
15/09/2020 10:25:58 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი საკუთარ Instagram-გვერდზე ფოტოს აქვეყნებს. ფოტო საავადმყოფოშია გადაღებული, სადაც იგი ამ დრომდე მკურნალობს.
ნავალნიმ გულშემატკივრებს აცნობა, რომ მას სუნთქვა უკვე სამედიცინო ჩარევების გარეშე შეუძლია და მათ უთხრა, რომ ყველა ძალიან მოენატრა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის გარდა საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. განცხადება, რომ ნავალნი იმავე ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს, რითაც მამა-შვილი სკრიპალები, გერმანიის ხელისუფლებამ 2 სექტემბერს გააკეთა. იგი გერმანიაში სამკურნალოდ 20 აგვისტოს გადაიყვანეს. 7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი კომიდან გამოიყვანეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სრულად მოვიდა გონს.


