Accentnews.ge
მედია: ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

მედია: ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

15/09/2020 05:56:15 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, - იუწყება The New York Times გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს. მას შინ, რუსეთში დაბრუნება და თავისი მისიის გაგრძელება სურს. ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გამოჯანმრთელებისთანავე გეგმავს,“- აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.

ცნობისთვის: ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S