Accentnews.ge
თურქეთის მერის ხელახალ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს

თურქეთის მერის ხელახალ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს

23/06/2019 17:30:53 სხვა, მსოფლიო

თურქეთის მერის ხელახალ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ იმარჯვებს. BBC-ის ცნობით, ასეთია ხმების 90%-ის დათვლის შედეგი.  

სტამბოლში მერის არჩევნები მეორედ ტარდება, ამის მიზეზი ისააა, რომ ერდოღანი 31 მარტის არჩევნების მეორედ ჩატარების მომხრე იყო, რადგან მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი "დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე ჩატარდა". 

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, რომელმაც ეს პოსტი 17 აპრილს ოფიციალურად დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S