Accentnews.ge
"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პანდემიის დროს მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს"

"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პანდემიის დროს მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს"

14/09/2020 12:46:04 ეკონომიკა

"საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც პანდემიის დროს მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს", – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 16-17 სექტემბერს საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს.

„აღნიშნულ ღონისძიებას აქვს რამდენიმე დატვირთვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ იქნა შერჩეული გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ, როგორც მასპინძელი ქვეყანა, რადგან საქართველო არის მწვანე ზონა. 16-17 სექტემბერს საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების მომტანი საჯარო მოხელეები სხვადასხვა სექტორიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მართავენ ტურიზმის ინდუსტრიებს. გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური სხდომა, რომელიც ყოველთვის ტარდება ქალაქ მადრიდში, ესპანეთში და ეს არის გამონაკლისი, როდესაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება ესპანეთს გარეთ და კიდევ ერთხელ, ეს არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ, როგორც საქართველო ვმასპინძლობთ აღნიშნულ ღონისძიებას. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩამოვლენ ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები, მიგისტრები, როგორიც არის რუმინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და სხვა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ქვეყნები. მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების ნორმებს და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც „კოვიდ-19“-ის დროს უმასპინძლებს მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ჩატარდება პირისპირ და ჩვენ ასევე ვიქნებით პირველი ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოს ანახებს, თუ როგორ შეიძლება უმასპინძლო ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, მათ შორის საქმიანი ტურიზმის ჭრილში, ისევე უსაფრთხოდ და ისევე პროფესიონალიზმით, როგორც ჩვენ ერთად ვმართეთ კორონავირუსი", – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S