Accentnews.ge
საქსტატი -  2020 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა

საქსტატი -  2020 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა

14/09/2020 08:16:56 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 14.7%-ით, ხოლო იმპორტი 17.5%-ით შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (14.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი (17.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S