
რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს
23/06/2019 11:55:43 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა დააბრუნეს. პარლამენტის შენობის წინ მიიტანეს ასევე „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი.
მერიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სცენისა და აქციის ჩატარებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკის წაღებას პროტესტი მოჰყვა. საგანგებო ბრიფინგი პარლამენტთან "ევროპული საქართველოს" წევრებმა და აქციის ორგანიზატორებმა გამართეს. მათ მერიას ყველაფრის დროულად დაბრუნება მოსთხოვეს.