
ზუგდიდის მაჟორიტარმა დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა – „რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი?“
13/05/2019 09:10:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ზუგდიდის მჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ დევნილებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, – იუწყება რადიო „ათინათი“.
"2016 წელს, როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი. გეგა არის ჩვენი შვილი. რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას", - მიმართა ზუგდიდის კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს თოლორაიამ.
შეხვედრას ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის: ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისისთვის არის დაგეგმილი. ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.