
ნინო ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში იმღერა
23/06/2019 09:47:54 სხვა, საზოგადოება
ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა. სიმღერის ვიდეოს ტელე-რადიო წამყვანი, ალექს დუბასი ინსტაგრამზე ავრცელებს:
"როგორც ნინომ მითხრა, მისი გული ახლა საქართველოშია. მე მას ვუთხარი, რომ დღეს მსმენელის გულიც მასთანაა, რაც იმას ნიშნავს რომ მათი გული საქართველოშიცაა. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, როგორი აპოლოდისმენტებით ხვდებიან მას, რადგან ჩვენ ვიცით, თქვენი [ქართველების] აბსოლუტური უმრავლესობა რუსოფობი არ არის".