
"გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!" - ქართველმა პიანისტმა ჩინეთში ჰიმნი 60 000 ადამიანის წინაშე დაუკრა
23/06/2019 06:48:34 სხვა, საზოგადოება
ჯაზისა და პოპის ქართველმა ვარსკვლავმა გიორგი მიქაძემ, ჩინეთში საქართველოს ჰიმნი დაუკრა. ამით მუსიკოსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ჰიმნი wang leehom-ის ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ კონცერტზე, 城南体育场 Chengnan სტადიონზე, 60 000-მა ადამიანმა მოისმინა.
როგორც მიქაძემ საკუთარ “ფეისბუქზე” დაწერა, სამშობლოს ჰიმნით ჩინეთიდან ის ქართველებს უერთდება.
“დღეს ჩინეთიდან გიერთდებით ჩვენი სამშობლოს ჰიმნით, გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!,” – დაწერა მან სოციალურ ქსელში.