საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

11-09-2020 10:12:16 საზოგადოება ,თავდაცვა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის ტრენერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრენერი, რომლის ინფიცირება რუსთავის ე.წ. კლასტერს უკავშირდება, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან. რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადებიდ ბაზაზე მყოფ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

ცნობისთვის: ბოლო 4 დღის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები 8 ათეულს გასცდა: 8 სექტემბერს დაფიქსირდა 45 შემთხვევა, 9 სექტემბერს – 44, ხოლო 10 სექტემბერს – 57, ხოლო 11 სექტემბერს – 87, რაც Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები