
"ერთი თვალითაც გხედავთ" – ფეხბურთელების სოლიდარობა აქციის მონაწილეებს
22/06/2019 21:00:01 სხვა, საზოგადოება
თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ცალ თვალზე ხელი აქვთ აფარებული.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად აქციის რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა. მეორე დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მოქალაქეთა ნაწილი თვალახვეული მივიდა.