10-09-2020 18:45:04 საზოგადოება
დღევანდელი მონაცემების მიხედვით, საქართველო „მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორისაა“,– ამის შესახებ „აქცენტს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში COVID-19–ით ავადობის მაჩვენებლის შეფასებისას განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგიური მოდელი, რომელიც საქართველოსთვის მომზადდა. ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მაჩვენებლებს იყენებს. ჩვენ ნიშნული ავიღეთ 10 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, რაც არის მწვანე ნიშნული. დღევანდელი დილის მონაცემით, ეს მაჩვენებელი არის 10 და 10.2, რაც ნიშნავს, რომ გადავინაცვლეთ შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში - ყვითელი ზონა. ყვითელი ზონა არის 100 000 მოსახლეზე 10 შემთხვევიდან 30 შემთხვევამდე, რიცხვებში გამოდის 370-დან 1100 შემთხვევა, რაც ორი კვირის განმავლობაში თუ გვექნება, უკვე არის ყვითელი. 100 000 მოსახლეზე 30 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, წითელი ზონაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვანე და შუალედურ, განგაშის ეტაპს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.