
დემონსტრანტებმა "ქართული ოცნების" ოფისთან ჰიმნი იმღერეს, მოთხოვნები გააჟღერეს და დაიშალნენ
22/06/2019 21:14:13 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა "ქართული ოცნების" ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს, ოფისთან ჰიმნი იმღერეს, კიდევ ერთხელ გააჟღერეს საკუთარი მოთხოვნები: არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გადადგეს შს მინისტრი და გათავსიუფლდნენ 20–21 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირები და დაიშალნენ.
"ჩვენ აქ მშვიდობისთვის ვართ. მთელი მსოფლიო გვიყურებს, ამიტომ ახლა მშვიდობიანადვე დავიშლებით და ხვალიდან ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან, ამათ [ხელისუფლებას] წნეხში მოაქცევენ და იძულებულნი გახდებიან, ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინონ. ხვალ ისევ შევიკრიბებით",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა.
ამასთან, ორგანიზატორებმა სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადეს, რომ მათ გამო შუა ღამით უწევთ ქუჩაში დგომა.
აქცია დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ისევ გაგრძელდება.