Accentnews.ge
კადიროვს დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან უპასუხეს

კადიროვს დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან უპასუხეს

22/06/2019 20:41:04 სხვა, საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის მუქარას უპასუხეს. 

"ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაში რუსული დროშა არ იფრიალებს",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ტრიბუნაზე და მის განცხადებას დემონსტრანტების მხრიდან აპლოდისმენბეტი მოჰყვა. 

ცნობისთვის: კადიროვი თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და “შეახსენა” ქართველებს, რომ “თბილისამდე სულ რაღაც 200 კმ-ია”.

“ჩვენს ხალხებს მრავასაუკუნოვანი მეგობრულილ ურთიერთობები აკავშირებთ, მაგრამ პირადად მე ქართულ კულტურასა და ხელოვნებას სწორედ რუსული მხარის წყალობით გავეცანი. რუს და ქართველ ხალხებს ათასი მიზეზი აქვთ, მშვიდობიანად თანაიარსებონ და არც ერთი მიზეზი არ გააჩნიათ სიძულვილისთვის. ამდენად, თბილისში მიმდინარე პროტესტი – ეს აშშ-ის მიერ გამოზრდილი პროდასავლელი პოლიტიკოსების მოქმედების შედეგია” - განუცხადა ჟურნალისტებს კადიროვმა.

მისივე თქმით, “ჩეჩნეთში ცდილობენ, დაარეგულირონ წარმოქმნილი უთანხმოებები, რათა ხალხებმა მეგობრულად ცხოვრება შეძლონ, თუმცა ქართველებს უნდა ახსოვდეთ, რომ თბილისამდე სულ რაღაც 200 კმ-ია”, 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S