Accentnews.ge
დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ დაიძრნენ

დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ დაიძრნენ

22/06/2019 20:29:37 სხვა, საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ დაიძრნენ. დემონსტრანტების გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ მოთხოვნებს მმართველი პარტიის ოფისთანაც გააჟერებენ.

„ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მანამდე, აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს, რომ ეს მსვლელობა მშვიდობიანად წარიმართოს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას  გადადგომას, აქციის დაშლისას დაკავებულების გათავისუფლებას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S