ცერცვაძე განმარტავს, რატომ შეიზღუდა სოციალური ღონისძიებების გამართვა და არა წინასაარჩევნო პოლიტიკური აქტივობები
09/09/2020 18:24:41 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ შეიზღუდა სოციალური ღონისძიებების გამართვა და არა წინასაარჩევნო პოლიტიკური აქტივობები.
მისი თქმით, ქორწილი არ ცდება ყოფით მოვლენას, არჩევნები კი ქვეყნის ბედს წყვეტს.
"ქორწილი, რამდენადაც ქართული ტრადიციის ზეიმია, დასამახსოვრებელია, შეიძლება, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც დასამახსოვრებელიც იყოს, მისი მნიშვნელობა არ ცდება რიგით, ყოფით მოვლენას. ეს მაინც ოჯახის, სამეგობრო წრის პრობლემაა. ქორწილი ყოველდღე შეიძლება, ჩატარდეს. არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნის ბედს წყვეტს, მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს ეს არჩევნები", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
იხილეთ ასევე: ახალი შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება


