
აქციის ტრიბუნასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოჩენას დემონსტრანტების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა
22/06/2019 19:55:40 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ტრიბუნასთან "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას გამოჩენას დემონსტრანტების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისმოდა შეძახილები "წადი!", თუმცა მას სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა მიეცა.
აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ეს ზეპარტიული აქციაა, ოპოზიციონერებმა ითხოვეს, მიმართვის შესაძლებლობას და ამისთვის მცირე დროს უთმობენ. ტრიბუნასთან ძირითადად რიგითი მოქალაქეები დგანან, პოლიტიკოსთაგან კი მოქალაქეებს ამ დროისთვის ელენე ხოშტარიამ, ალეკო ელისაშვილმა, გიგი წერეთელმა, თამარ კორძაიამ მიმართეს.
პარლამენტთან აქცია გრძელდება. გრძელდება სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
"აქ ვივლით ისე, როგორც სამსახურში და ვივლით მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: პროპორციული არჩევნები, დამნაშავეების დასჯა, უდანაშაულო ადამიანების გათავსიუფლება",– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.