„ტვ პირველის“ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
09/09/2020 13:19:58 საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია.
„ჩვენს თანამშრომელს კორონა დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო ცნობილია: ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება“,- წერს ინგა გრიგოლია.
საუბარია ვიკა ბუკიაზე. კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს – დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს.


