დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს COVID-19 დაუდასტურდა
09/09/2020 13:15:18 საზოგადოება
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. კორონავირუსზე ტესტების პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ ვიკა ბუკიამ "კურიერს" დაუდასტურა.
მისი თქმით, კორონავირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო. თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.


