„კადიროვმა მისთვისაც კი ექსტრაორდინალულ გზებს მიმართა“

08-09-2020 18:32:56 კავკასია

ჩეჩნეთში აქტივისტს ბოდიშის მოხდა ძალადობით აიძულეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში 19 წლის აქტივისტი ამბობს, რომ „თავს ისჯის“ და ბოთლზე ჯდება.

როგორც გამოცემა Кавказ.Реалии წერს, აქტივისტი სალმან ტეპსურკაევი ოპოზიციური ტელეგრამ არხის – 1ADAT მოდერატორა.

ვიდეობლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელმაც კადიროვის რეჟიმს ევროპაში შეაფარა თავი, თუმცა მისი მკვლელობა იქაც სცადეს, ამბობს, რომ მომხდარი თვით რამზან კადიროვის [ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი] რეჟიმისთვისაც კი ექსტრაორდინალრულია:

"აქამდე განსხვავებული აზრის გამო გვაწამებდნენ, გვიტაცებდნენ, გვასამართლებდნენ გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეებით გვაიძულებდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას და გვხოცავდნენ, ახლა კადიროვმა დასჯის მეთოდები გააფართოვა".

ცნობისთვის: ტელეგრამის არხი 1ADAT ოპოზიციურად განწყობილმა აქტივისტებმა რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. არხს 5 000–ზე მეტი გამომწერი ჰყავს, უმრავლესობა ჩეჩნეთიდან. არხი კადიროვის რეჟიმს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში ამხელს. საუბარია უმძიმეს დანაშაულებებზე, მათ შორის ადამიანების გატაცებასა და წამებაზე. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი აშშ–ის "შავ სიაში" მოხვდა.

"კადიროვი მათ შორის წამებაში, მკვლელობასა და ადამიანების გაუჩინარებაშია ჩართული",– აღნიშნა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა. .

ახალი ამბები

სხვა სიახლეები