
ქუთაისის ტორპედო და თბილისის ლოკომოტივი თამაშებზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდნენ
22/06/2019 18:39:44 სხვა, საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისის ლოკომოტივისა და ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები მატჩის დაწყებამდე მოედანზე ანტიოკუპაციური მაისურით გავიდნენ.
"ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული", — წერს ფედერაცია.